მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული პლატფორმა სატრანსპორტო/ლოგისტიკური სექტორისთვის - როდის მოხდება ახალი ინიციატივის წარდგენა?

ტრანსპორტი

საქართველოში სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორისთვის ციფრული პლატფორმის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა  მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა „საქმის კურსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პროექტის წარდგენა ოქტომბერშია დაგეგმილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული სერვისების განვითარება, რაზედაც „საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნულ სტრატეგიაც“ აკეთებს აქცენტს. პორტებში ახლა მიმდინარეობს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვა, რაც დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლის შესაძლებლობას იძლევა. გემს შეეძლება ელექტრონულად წარმოადგინოს დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ შემოვიდეს პორტში და დატოვოს ტვირთი. ამ პროცესში დახმარებას გვიწევს ამერიკის მთავრობა.  

გარდა ამისა, ძალიან საინტერესო სხვა ინიციატივებია. მაგალითად,  ოქტომბერი იგეგმება ერთ-ერთი ინიციატივის დაანონსება,  სადაც მთელი ჯაჭვი, არამხოლოდ პორტები, არამედ რკინიგზა, საავტომობილო სექტორი და ლოგისტიკა/ფორვარდინგშია ჩართული  ერთი პლატფორმით ისარგებლებს“, - აცხადებს აკაკი საღირაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები