მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის: გამოიყენე კრიპტო ყოველდღიურობაში (რ)

ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის: გამოიყენე კრიპტო ყოველდღიურობაში
10.07.24 19:15
955

ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის: გამოიყენე კრიპტო ყოველდღიურობაში

თუ კრიპტოაქტივებს ფლობ და ანგარიშსწორება სასურველი კრიპტოთი გინდა ან ბიზნესოპერატორი ხარ და გსურს მოიზიდო კრიპტომომხმარებელთა მზარდი სეგმენტი, შენთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს! ElectraPay-ს ციფრული ტერმინალი კრიპტოს ყოველდღიურობაში გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს.

შესთავაზე მომხმარებელს პროდუქტის ან მომსახურების საფასურის კრიპტო აქტივებით გადახდა ფიზიკურ ობიექტებსა და ონლაინმაღაზიებში. ისარგებლე ElectraPay-სა და Coinmania-ს ერთობლივი მომსახურებით და საბანკო ანგარიშზე მიიღე საფასური ეროვნულ ვალუტაში მომენტალურად და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. ასე, მარტივად:

შენი ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის

Coinmania საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს ვირტუალური საფულის (კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვა-შენახვის) მომსახურებით. 2024 წლის მაისში Coinmania-მ ვირტუალური აქტივის სერვისის ავტორიზებული პროვაიდერის სტატუსი მიიღო. ამან, გაზრდილ ნდობასთან ერთად, კომპანიას თავისი მისიისკენ – კრიპტოს ფართოდ გავრცელების ხელშეწყობისაკენ – კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მისცა. ცხადია, ახალი ტექნოლოგია ფეხს ფართოდ მხოლოდ მაშინ იკიდებს, როცა მას პრაქტიკული, უსაფრთხო და მარტივი გამოყენება აქვს.

Coinmania-ს გაყიდვების მენეჯერი თათული ქოჩაქიძე აღნიშნავს: „კრიპტოს ყოველდღიურობაში გამოყენების მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერ ElectraPay-სთან პარტნიორობით შევიმუშავეთ მომსახურება, რომელიც სრულად მორგებულია ქართულ კანონმდებლობას, ითვალისწინებს მომხმარებლებისა და ბიზნესოპერატორების საჭიროებებს და მოიცავს ორ მოდულს: 1) ElectraPay-ის ციფრულ ტერმინალს ბიზნესოპერატორებისათვის; და 2) Coinmania-ს საფულესთან ინტეგრირებულ კრიპტოანგარიშსწორების სერვისს გადამხდელებისათვის. სისტემა სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა და გულისხმობს როგორც ანგარიშსწორებას ფიზიკური ობიექტებზე, ისე ინტეგრირებას e-commerce პლატფორმაზე. ბაზარზე მომსახურების დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ“.

კრიპტობაზარი სწრაფი ტემპებით იზრდება. 2024 წლისთვის კრიპტოს მფლობელთა საერთო რაოდენობამ 425 მილიონს გადააჭარბა. მზარდია მათი რიცხვიც, ვინც შემოსავალს კრიპტოში იღებს ან ინახავს. ამ ტენდენციამ გააჩინა კრიპტოაქტივების ყოველდღიური გამოყენების არა მხოლოდ დიდი მოთხოვნა, ასევე, საჭიროებაც. მსოფლიოს მსგავსად, გადახდის ერთ-ერთ მეთოდად კრიპტოს ინტეგრირებაზე დაინტერესება გაზრდილია საქართველოშიც. ბიზნესპროვაიდერების მეტ მოქნილობასთან ერთად, ეს ნიშნავს მზარდ და ტექნოლოგიურად კომპეტენტური სეგმენტის მოზიდვასაც.

ბიზნესოპერატორს შეუძლია:

  • შექმნას სასურველი რაოდენობის ვირტუალური ტერმინალი;
  • შეადგინოს და გამოწეროს ინვოისები;
  • მომხმარებელს მიაწოდოს (ან გაუგზავნოს) გადახდის გენერირებული ბმული;
  • მიიღოს გადახდილი თანხები კომპანიის საბანკო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში, მომენტალურად და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

Coinmania-ს კრიპტოსაფულის მომხმარებელს შეუძლია:

  • კრიპტომეგობრულ ონლაინ თუ ფიზიკურ ობიექტში პროდუქტი ან მომსახურება შეიძინოს უშალოდ Coinmania-ს საფულეში არსებული სასურველი კრიპტოაქტივის კონვერტაციით – 1 წამში.


თუ დაინტერესებული ხარ მაღაზიაში, ობიექტზე ან ონლაინპლატფორმაზე კრიპტოგადახდების დანერგვით, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართე კორპორაციული გაყიდვების სამსახურს: tatuli@coinmania.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები