მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციხისძირში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება - ინვესტიცია $236 მილიონია

პეტრა სი რეზორტის რენდერი

ციხისძირში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. საუბარია „პეტრა სი რეზორტზე“, რომელიც 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება.

ამას გარდა, კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსის მოწყობაში $236 მილიონის ინვესტირება იგეგმება. პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ნინო ენუქიძეც ესწრებოდნენ. 
 
როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, „პეტრა სი რეზორტის“ სახით საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება. 

„საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონს  კიდევ ერთი, საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში  ტურიზმისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურისტების მოზიდვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება, ის შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები