მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. თიბისელებისთვის შეუძლებელიც შესაძლებელია - გოგა თხელიძე

გოგა თხელიძე თბს

"წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. თიბისელებისთვის შეუძლებელიც შესაძლებელია", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა გოგა თხელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ის მადლობას უხდის ვახტანგ ბუცხრიკიძესაც, რომელიც"თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის პოსტზე რჩება.

"განსაკუთრებული მადლობა ამ შესაძლებლობისა და ნდობისთვის ვახტანგ ბუცხრიკიძეს. 2014 წელს თიბისიში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან მისი მხარდაჭერა და მეგობრობა ფასდაუდებელია.

მადლობა ყველა ბიზნესს და პარტნიორს, რომელმაც წლების განმავლობაში ნდობა გამოგვიცხადა.

ჩვენი წარმატება ჩვენი ძლიერი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. თიბისელებისთვის შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!", - წერს გოგა თხელიძე.

შეგახსენებთ, "თიბისიმ" მენეჯმენტში სიახლეების შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. კერძოდ, საქართველოში "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი გიორგი თხელიძემ დაიკავა, რომელიც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხოლო ვახტანგ ბუცხრიკიძე "თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის პოსტზე რჩება, რომელსაც ის დღემდე "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტთან ერთად იკავებდა.

"თიბისი ჯგუფის" და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე", - ნათქვამია "თიბისის" გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები