მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ბანკს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს| ვახტანგ ბუცხრიკიძე "თიბისი ჯგუფის" გენდირექტორად რჩება

ვახტანგ ბუცხრიკიძე

დღეს "თიბისიმ" მენეჯმენტში სიახლეების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. საქართველოში "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი გიორგი თხელიძემ დაიკავა, რომელიც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხოლო ვახტანგ ბუცხრიკიძე "თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის პოსტზე რჩება, რომელსაც ის დღემდე "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტთან ერთად იკავებდა.

"თიბისი ჯგუფის" და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე", - ნათქვამია "თიბისის" გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თიბისი ბანკის ჯგუფი" არის "თიბისი ბანკის" და "თიბისი უზბეკეთის" მფლობელი ჰოლდინგური კომპანია. შესაბამისად, საქართველოში "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე იქნება. ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის. ვახტანგ ბუცხრიკიძე "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტს 1996 წლიდან იკავებდა, იქამდე კი 1992-1995 წლებში ბანკის მმართველ გუნდში სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა, 2016 წლიდან კი "თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC PLC) გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს.

ბანკის მაჩვენებლები:

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და ამჟამად მისი ერთი აქცია 43.20 გირვანქა სტერლინგი ღირს, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.4 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ თიბისი საქართველოს, ბანკის აქტივები 39.1 მილიარდ ლარს შეადგენს, ბანკის სასესხო პორტფელი 27.2 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი კი 25.5 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები