"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე ამბობს, „თბილისის ფინანსური სამიტის" ჩატარება ქართული საფინანსო სექტორის სიძლიერესა და ლიდერ პოზიციაზე მიუთითებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, ღონისძიების შესახებ საუბრისას განუცხადა.
"მოხარული ვარ, რომ დღეს თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საფინანსო სამიტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. მსგავსი დონის სამიტის ჩატარება მიუთითებს როგორც ჩვენი საფინანსო სექტორის ლიდერულ პოზიციაზე, ასევე სიძლიერეზე, რადგან თბილისში ტარდება და ვმასპინძლობთ ძალიან ძლიერ დელეგაციას.
დღეს საშუალება მქონდა, მონაწილეობა მიმეღო პანელურ დისკუსიაში ქართული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სადაც ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და განვითარებაში საფინანსო სექტორის როლზე. ასევე ვისაუბრეთ საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობაზე და მათ წვლილზე ჩვენი სექტორის შემდგომ გარდაქმნაში",- ამბობს გიორგი თხელიძე.
27-28 ოქტომბერს თბილისში, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ იმართება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.
























