“მონოლით ჯგუფის“ დირექტორის, თორნიკე მაისურაძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით მონოლითის პროექტებში გაყიდვების მაჩვენებელი საშუალოდ 30%-ით არის გაზრდილი.
თორნიკე მაისურაძის შეფასებით, გაყიდვების ზრდასთან ერთად, 2025 წელს ბაზარი უფრო მეტად განვითარდა და ტრადიციულ მოთხოვნებს ახალი მოთხოვნები დაემატა, რასაც დეველოპერული პროექტები ფეხს უწყობენ.
“წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გაყიდვები, საუბარია დაახლოებით 30%-იან ზრდაზე. ცოტა სპეციფიკურია ეს ბიზნესი, რა რაოდენობის პროდუქტიც გამოგვაქვს ბაზარზე, იმის მიხედვით ხდება აქტივობის დათვალა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს არის მაგალითად ერთი კონკრეტული პროექტი რომ შევადაროთ, რომლის გაყიდვებიც მიმდინარებოდა როგორც წინა წლის განმავლობაში, ისე 2025 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ეს ტემპი, დაახლოებით 30-35%-ით.
არაერთხელ მითქვამს, რომ გასული წლის ბოლოს უკვე შეინიშნებოდა დადებითი იმპულსები, რომ უფრო აქტიური იქნებოდა 2025 წელს ბაზარი, ვიდრე იყო 2024-ში ცნობილი მოვლენების გამო. ამ დადებითმა იმპულსებმა გაამართლა და ისე წავიდა საქმე, როგორც ველოდებოდით. თუმცა წლის დასასრული, ბოლო თვეები, იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული ჩვენს პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებითაც კი”, - ამბობს მონოლითის დირიქტორი თორნიკე მაისურაძე.




























