მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წინააღმდეგი ვიყავი, [ჩორჩანას საგუშაგო] არ უნდა გაკეთებულიყო" - გომელაური გამოკითხვაზე მივიდა

გომელაური

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, არ იცის, რა აინტერესებს მისგან გამოძიებას.

გომელაურის თქმით, ის ჩორჩანას საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო.

"მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, არ უნდა გაკეთებულიყო",- თქვა ყოფილმა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები