ჯო ბაიდენის ხელახალი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა 2024 წლის I კვარტალში, შეწირულობის სახით, $187 მილიონი შეაგროვა - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2023 წლის ბოლო კვარტალში.
მხოლოდ მარტში, მას შემდეგ რაც ბაიდენი დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა, კამპანიამ $90 მილიონი გამოიმუშავა, $53 მილიონით მეტი, ვიდრე - თებერვალში. Reuters-ის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, პარტიამ $192 მილიონი ნაღდი ფულის სახით მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია ნებისმიერი კანდიდატისთვის, დემოკრატიული პარტიიდან.
შესაბამისად, ბაიდენის კამპანიის ფარგლებში გამომუშავებული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მისი მთავარი მეტოქის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ შემოწირულებებს. ბაიდენს კამპანიის ფარგლებში ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც ეხმარება: მისმა გამოჩენამ ნიუ-იორკის “ფანდრაიზინგის” მიმდინარეობისას, კამპანიას $25 მილიონი შემატა.
კამპანიის ფარგლებში, 2024 წლის I კვარტალში შემოწირულებათა 96% $200-ზე ნაკლები იყო, შესაბამისად, 1.1 მილიონმა დონორმა ბაიდენის წინასაარჩევნო ფონდში კონტრიბუცია 1.9 მილიონჯერ შეიტანა.
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ჯო ბაიდენი 20 დღის განმავლობაში ყველა შტატს ეწვია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.