წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმის გამო ევროპასა და აზიას შორის საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა, რაც საბოლოოდ გადაზიდვების ფასზეც აისახა. ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი შეიცვალა და საზღვაო გადაზიდვები შედარებით უსაფრთხო, მაგრამ გრძელი გზით მიმდინარეობს. როგორც გადამზიდ კომპანიებში აცხადებენ, ტვირთებს გზაში ყოფნა ერთი თვე მოუწევთ, ხარჯები კი გაიზრდება, რაც საბოლოოდ პროდუქციას გააძვირებს. რა გზებს გადიან გადამზიდავი კომპანიები და რა მოლოდინები აქვთ მათ?
გიორგი ზუმბაძე - SKYLOG-ის დამფუძნებელი;
მიხეილ ნამადოვი - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი;