წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების გახშირებული თავდასხმის გამო, ევროპასა და აზიას შორის საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა. ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტი შეიცვალა და საზღვაო გადაზიდვები შედარებით უსაფრთხო, მაგრამ გრძელი გზით მიმდინარეობს. როგორც ქართულ გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, გადამზიდავებს ახლა უკვე სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გავლა უწევთ, რაც ტვირთის გადაზიდვის დროს, სავარაუდოდ, ერთ თვემდე გაზრდის. შესაბამისად, იზრდება ხარჯებიც. როგორც კერძო სექტორში ამბობენ, გემებს ახლა 6000 მილით მეტის გავლა უწევთ და თუ აქამდე ჩინეთიდან ევროპაში 40 ფუტიანი ტვირთის გადაზიდვის ღირებულება 2000 დოლარი იყო, ახლა მისი ფასი 6000 დოლარს აღწევს. ქართულ გადამზიდავ კომპანიებში არ ელიან, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დასტაბილურება. შესაბამისად, მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ალტერნატიული გზაა გამოსაყენებელი.