სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიები გაზაფხულისთვის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების გაზრდას პროგნოზირებენ. მიზეზი - ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირებაა. სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას რამდენჯერმე აძვირებს.
სტუმრები: ნინო დვალიძე - "ზოდის" აღმასრულებელი დირექტორი;
თორნიკე გურული - "გორგიას" ხელმძღვანელი