თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოებია (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი).
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 2026 წლის 06 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.




























