საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტად, წლიურად 42%-ით, წიწიბურას ფასი შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის გაძვირების ტენდენცია, კლებამ გასული წლის იანვრიდან შეცვალა.
2023 წელს საქართველომ 5 მილიონი დოლარის წიწიბურა იყიდა, რაც წლიურ ჭრილში 25%-ით შემცირებული მაჩვენებელია. წიწიბურას მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 99.6%-ია. გასულ წელს იმპორტის კლება სწორედ რუსეთიდან 21%-ით შემცირებულ მაჩვენებელს უკავშირდება.
წიწიბურა შედარებით მცირე რაოდენობით შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის: ავსტრია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიეტუვა.