2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასები წლიურ ჭრილში ზრდის ნაცვლად 3.5%-ით არის შემცირებული, რაც დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.
საქსტატი ინფლაციას 305 საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. აღნიშნულ საქონელს შორის არის სურსათი, გრძელვადიანი მოხმარების საქონელი და სხვადასხვა სერვისი. სამომხმარებლო კალათის დეტალური ინდექსის თანახმად, ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება თებერვალში ასე გამოიყურებოდა:
- წიწიბურა - -42%
- ხახვი - -34%
- კარტოფილი - -34%
- საშინაო ფეხსაცმელი კაცის - -29%
- მზესუმზირის ზეთი - -28%
- ანტიბიოტიკები - -21%
- ტელევიზორი - -21%
- ქუდი ქალის - -20%
- კომპიუტერი - -20%
- მარგარინი - -19%
ყველაზე გაძვირებული საქონლის სია 2024 წლის თებერვალში:
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 57%
- ყურძენი - 49%
- ატამი - 47%
- ქლიავი - 39%
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 37%
- მსხალი - 32%
- ვაშლი - 31%
- ნიორი - 31%
- საბანკო მომსახურების ღირებულება - 27%
- მღებავის მომსახურება - 26%