საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების სწავლის გადასახადი 32.9%-ით შემცირდა - აღნიშნული დაკავშირებულია 2026-2027 სასწავლო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში ჩარიცხულთათვის სწავლის საფასურის გაუქმებასთან.
საქსტატი ინფლაციის კალკულაციისთვის ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლის და მომსახურების ფასებს სწავლობს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად 39.1%-ით ქვეყანაში კიტრის ფასი შემცირდა, მეორე ადგილზეა ქლიავი 38.6%-ით, მესამეზე კი უმაღესი განათლების საფასური 32.9%-ის გაიაფებით.
| # | პროდუქტი/მომსახურება | ფასის წლიური კლება |
| 10 | მანდარინი | -19.1% |
| 9 | სარეცხი მანქანა | -19.4% |
| 8 | საზამთრო | -23.4% |
| 7 | ატამი | -24.9% |
| 6 | ნიორი | -27.3% |
| 5 | ქალის სვიტერი | -29.0% |
| 4 | ლიმონი | -32.4% |
| 3 | უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი | -32.9% |
| 2 | ქლიავი | -38.6% |
| 1 | კიტრი | -39.1% |
რაც შეეხება ყველაზე გაძვირებულ მომსახურებასა და პროდუქციას, მათ შორის პირველ ადგილზეა გაზეთი, რომლის ღირებულებაც 63%-ით არის მომატებული, მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი 54.5%-ის გაძვირებით, მესამეზე კი თვითმფრინავით მგზავრობა 40.2%-ის ფასის ზრდით.
| # | პროდუქტი/სერვისი | ფასის წლიური ზრდა |
| 1 | გაზეთი | 63.3% |
| 2 | დიზელის საწვავი | 54.5% |
| 3 | თვითმფრინავით მგზავრობა | 40.2% |
| 4 | ხახვი | 36.2% |
| 5 | პომიდორი | 35.4% |
| 6 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 31.2% |
| 7 | ბენზინი | 30.2% |
| 8 | ჟურნალი | 30.1% |
| 9 | ქალის ფეხსაცმლის შეკეთება | 29.6% |
| 10 | ქალის ზამთრის ფეხსაცმელი | 27.5% |
























