"ქართული ოცნების" მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს სერვისი-7 (ციცინათელა) სთარინგ ჯორჯიას შეუერთდა.
კულტურის სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები, უზრუნველყოფენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების განხორციელებას შერწყმის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების სრული კონტროლისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში, თბილისის საკონცერტო დარბაზი, [ფილარმონია] და ბლექ სი არენა ერთ კომპანიად "სთარინგ ჯორჯია" გაერთიანდნენ.
ატრაქციონების პარკი ციცინათელა 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ასოციაცია ატუმ" ააშენა და ის სახელმწიფოს გადასცა. იურიდიულად კომპანიას "სერვისი 7" ეწოდება. 2011-2023 წლებში მის მართვას ბიძინა ივანიშვილის ბელიზური ოფშორული კომპანია "ტარპან მენეჯმენტის" საკუთრებაში არსებული კომპანია "მენეჯმენტ სერვისი" ახორციელებდა, თუმცა ახლა კომპანიის მართვა "სთარინგ ჯორჯიას" გადაეცა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ატრაქციონების პარკის შემოსავალი 2.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 165 ათასი ლარი იყო.




























