მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცივი საწყობების ფართობი 365 000 კვ.მ-მდე გაიზარდა - როგორია საქონლის შენახვის ფასი? | G&T

სამაცივრეები

საქართველოში 2025 წლის ბოლოსთვის ცივი საწყობების ფართობი 365 000 კვ.მ.-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს რიცხვი 292 000 კვ.მ იყო. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმოხილვიდან ირკვევა.

„ცივი საწყობების მოცულობა საქართველოში სწრაფად გაიზარდა, რეგიონებიდან ყველაზე დიდი წილი უჭირავს შიდა ქართლს, თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს“, - აღნიშნული მიმოხილვაში.

ცივ საწყობებში საქონლის შენახვის საშუალო თვიური ფასი თბილისში 1 ტონაზე $23.5 იყო, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში $27.2. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფასის ზრდასთან ერთად, საკუთრებაში მყოფი საწყობების წილი დაგეგმილ მიწოდებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები