აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ.
"მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგის და ვაცლავ ჰაველის ტრადიციებში. ომის დამნაშავე პუტინს ძალადობა სურს შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ, თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში, როცა ჩაუშესკუ გაიქცა!" , - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი