მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხელი ამინდის გამო, იტალიაში ზეთისხილის მოსავლის 80%-მდე შემცირებას ელიან

ზეითუნის ზეთი

იტალიის სამხრეთ რეგიონებში, ზეითუნის ზეთის წარმოება ექსტრემალური ამინდისა და გვალვის გამო, რისკის ქვეშაა. Euronews-ის ინფორმაციით, ნოემბერში ზეთისხილის მოსავლიანობის პროგნოზი, გასულ წელთან შედარებით, 50-80%-ითაა შემცირებული.

ფოჯის პროვინციაში, რომელიც იტალიური ზეითუნის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, ინდუსტრია წყლით ოთხი სხვადასხვა რეზერვუარიდან მარაგდება, რომლებიც წვიმის წყლით ივსება. თუმცა წელს ოთხიდან სამი რეზერვუარი მხოლოდ ნახევრადაა სავსე, ერთ-ერთ მათგანში კი მხოლოდ 2.5 კუბური მეტრი წყალია, მაშინ, როდესაც წყალსატევის მოცულობა 17 მილიონი კუბური მეტრია.

მართალია, ზეთისხილის ხეს ნაყოფიერებისთვის, სხვა მცენარეებთან შედარებით, ნაკლები წყალი სჭირდება, თუმცა გვალვა და 50 დღის განმავლობაში 40-გრადუსიანი ტემპერატურა მათ მოსავლიანობაზე მაინც მოქმედებს.

ანალოგიური ვითარებაა საბერძნეთშიც, სადაც მოსავლის აღებამდე 6 კვირით ადრე ნიადაგში ზეთისხილისთვის საკმარისი წყალი აღარ დარჩა. ადგილობრივი ფერმერები იტყობინებიან, რომ საშუალოზე დაბალი ნალექი და თბური ტალღები ინდუსტრიას ძვირი დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები