მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლიდან წლამდე სასტუმრო ნომრის ფასი არ იზრდება - ვალერი ჩეხერია

ვალერი ჩეხერია

ტურიზმი სექტორში ინვესტიციების ნაკლებობაზე ბაზრის მოთამაშეები წლებია საუბრობენ. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გასააქტიურებელია. გასულ კვირას ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ინდუსტრიის საინვესტიციო გზამკვლევი ინვესტორებს გააცნო, რომელიც გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობით მომზადდა.

Hospitality Projects საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ აღნიშნული გზამკვლევის მომზადება ცალსახად დადებითი სიგნალია, თუმცა მისი თქმით, ინფორმაციის სწორი გამოყენება უნდა ხდებოდეს.

ჩეხერია აცხადებს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მომსახურების ხარისხი შესაბამისად არ ვითარდება. მისი თქმით, ქვეყანა ვერ იზიდავს მაღალ მხარჯველ ტურისტებს, რის გამოც სასტუმრო ნომრის ღირებულება წლიდან წლამდე უცვლელია და ბიზნესი შემოსავლის გაზრდას ვერ ახერხებს.

“მხოლოდ ამ ინფორმაციით ინვესტორს ვერ წამოიყვან, უნდა აჩვენო, დაახვედრო შესაბამისი გარემო. უნდა ჩამოიყვანო, მოიზიდო ინვესტორი და უთხრა რომ ჩემთან უკეთესია ტურიზმში ინვესტიციის განხორციელება ვიდრე სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ სარგებელი შეიძლება გქონდეს უფრო მეტი. კი რეალურად ტურისტების რაოდენობა იზრდება, ძალიან ბევრ ტურისტს ვხედავთ ქვეყანაში, ძალიან ბევრი ახალი საკვები ობიექტი ჩნდება, რაც ძალიან დადებით ტენდენციაა. ყველას გვიხარია, რადგან დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება, ფერმერებისგან ხდება პროდუქციის შესყიდვა და ა.შ. თუმცა მნიშვნელოვანი აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ არ იზრდება ნომრის ღირებულების ფასი. შეიძლება რაოდენობრივად დავუბრუნდით პანდემიამდე არსებულ ნიშნულს და გადავაჭარბეთ კიდეც, გაიზარდა საშუალო ჩეკის მოცულობაც რესტორანში თუმცა ნომრის ღირებულების ფასი არ შეცვლილა.

ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ არ არის შესაბამისად ხარისხიანი, მაღალ მხარჯველი ტურისტი ქვეყანაში და მეორე პროდუქტსაც ვერ ვთავაზობთ მაღალხარისხიან და ვერ ვაინტერესებთ ამ ტიპის ტურისტებს,”- ამბობს Hospitality Projects საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვალერი ჩეხერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები