მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა EU-ში 6 მლრდ მ3 გაზი გაყიდა

გაზი

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ექვს თვეში აზერბაიჯანმა ევროკავშირში 6.1 მლრდ მ3 მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე. 2025 წლის იანვარ-ივნისში გაზის გაყიდვებმა ჯამში 12 მლრდ მ3-ს გადააჭარბა, აქედან 6.1 მლრდ მ3 გაიყიდა ევროპაში; 4.9 მლრდ მ3 თურქეთში, ხოლო 1.1 მლრდ მ3 - საქართველოში. წლიურ ჭრილში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაახლოებით 600 მლნ მ3-ით არის შემცირებული.

2022 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირთან გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმება დადო და ვალდებულება აიღო 2027 წლამდე ევროპაში გაზი გაყიდვების მოცულობა 20 მ³-მდე გაზარდოს. მას შემდეგ აზერბაიჯანული გაზის მოცულობა ევროკავშირში ყოველწლიურად მზარდია და 2024 წელს თითქმის 13 მილიარდი მ³ მიაღწია. Eurostat-ის ინფორმაციით, შარშან აზერბაიჯანის წილი ევროკავშირის ბუნებრივი გაზის იმპორტში 7% იყო. აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის მიწოდება 2020 წელს TANAP-ის გაზსადენის გახსნის შემდეგ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები