მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში გაზის მოხმარება გაიზარდა

64c38b7aced5a
მარიამ ვარადაშვილი
28.07.23 13:41
238

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველომ 1.6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირი მოიხმარა. ეს წლიურად 6%-ით გაზრილი მაჩვენებელია.

უშუალოდ მაისში ქვეყანამ 134.5 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზი მოიხმარა. აქედან ელექტროენერგიის წარმოებისთვის [თბოსადგურების მოხმარება] 388 მლნ კუბური მეტრი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი. შედეგად 2023 წლის ექვს თვეში თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 12.8%-ით გაიზარდა. მოხმარებული გაზიდან შიდა წარმოება მხოლოდ 6.4 მლნ კუბური მეტრი იყო, დანარჩენი სულ იმპორტირებული ბუნებრივი აირია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები