პაბლო პიკასოს 1932 წელს შესრულებული ნახატი - კითხვის დროს (მარია-ტერეზა) La Lecture (Marie-Thérèse) 17 ნოემბერს ჩატარებულ Christie’s-ის აუქციონზე 45.48 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი პიკასოს მიმდინარე წლის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია.
მარია ტერეზა პიკასოს ერთ-ერთი მუზაა, რომელიც მან 20-იანების ბოლოს გაიცნო, მათ მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა პიკაოსოს ნამუშევრებიდან აშკარაა, რომ მარია-ტერეზა მის შემოქმედებაში უდიდეს როლს თამაშობდა.
Christie’s-ის ამავე აუქციონზე პიკასოს კიდევ ერთი ნახატი გაიყიდა, 1965 წელს შესრულებულ პორტრეტზე დედა და შვილია გამოსახული (Mère et enfant), ნახატის საბოლოო ფასმა 1,38 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Christie’s-ის აუქციონმა წლის უმსხვილესი სააუქციონო კვირეული გახსნა, ჯამში საღამომ $690 მილიონის გაყიდვებით აჩვენა, რაც ექსპერტების თანახმად დიდი აქტივობის მოლოდინს აჩენს.




























