მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC-ის III კვარტალის შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

tsmc

მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი TSMC-ის მესამე კვარტალის შემოსავალი, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, წლიურად 50%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 1.49 ტრილიონი ტაივანური დოლარი ($46.7 მლრდ.) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის ჯამური შემოსავალი წლიურად უკვე 41.1%-ით არის გაზრდილი და 3.90 ტრილიონ ტაივანურ დოლარს ($122.07 მლრდ.) შეადგენს. ტექგიგანტმა მხოლოდ სექტემბერში 511.86 მილიარდი ტაივანური დოლარი ($16.08 მლრდ.) მიიღო, რითაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-იანი მატება დააფიქსირა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ეს ფინანსური შედეგები ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებსა და მონაცემთა ცენტრებში გამოყენებულ მოწინავე ჩიპებზე სტაბილური მოთხოვნის არსებობას ადასტურებს. ცნობისთვის, TSMC-ის ყველაზე მსხვილი პარტნიორები Nvidia, AMD და Apple-ი არიან. სწორედ მათგან იღებს კომპანია ყველაზე დიდ შემოსავალს.

ცნობისთვის, TSMC-ი მოწინავე ჩიპების წარმოების ბაზარზე დომინირებს და გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებასაც აქტიურად გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები