მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC-ის საბაზრო ღირებულება $550 მილიარდამდე გაიზარდა

6489a6715c9bd
გიორგი თოლორდავა
14.06.23 18:36
1216
ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტის, TSMC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბირჟაზე ნახევარ ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც ერთთვიან ჭრილში 20%-ით მომატებული მაჩვენებელია.

TSMC-ის აღმასვლა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის ბუმთან. მოგეხსენებათ, AI-ის ოპერირებისათვის მძლავრი კომპიუტერული ჩიპები და გამომთვლელი მანქანებია საჭირო, რომლებიც TSMC-ის მიერ წარმოებულ ნახევარგამტარებსა და პროცესორებს იყენებენ.

TSMC ნახევარგამტარებისა და ჩიპების წარმოების სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, ის გლობალური ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს, რაც ტაივანურ ტექნოლოგიურ გიგანტს უდიდეს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ნახევარგამტარების კოლოსალური მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2020 წელს, პანდემიის დადგომისთანავე შეიტყო. ლოკდაუნებით გამოწვეულმა ჩიპებისა და ნახევარგამტარების დეფიციტმა მსოფლიოს მასშტაბით მიწოდების ჯაჭვებისა და საწარმოო პროცესების შეფერხება გამოიწვია, ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია კი სრულად პარალიზებული აღმოჩნდა.

ნახევარგამტარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობებისა თუ ტექნიკის წარმოება, ეს შეზღუდვა კი არამარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო სექტორსაც მოიცავს. ნახევარგამტარების გარეშე იმდენად შეუძლებელია iPhone-ისა და ტელევიზორების წარმოება, რამდენადაც Lockheed Martin F35-ის.

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ცხადია, ნახევარგამტარებს უდიდესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და თამამად შეგვიძლია, რომ აღნიშნული რესურსი გაზსა და ნავთობსაც კი შევადაროთ, თუმცა წიაღისეული საწვავებისგან განსხვავებით, ნახევარგამტარების ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებით უბრალოდ შეუძლებელია.

TSMC-ის კოლოსალური მნიშვნელობა მხოლოდ მის საწარმოო შესაძლებლობებში არ გამოიხატება, ეს 1987 წელს დაფუძნებული კომპანია ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 550 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, TSMC-ის წარმოებაზე პირდაპირაა დამოკიდებული ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Qualcomm, AMD, MediaTek, Nvidia, Sony, Broadcom, Intel და Marvell Tech.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები