მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცნობილია, რა იქნება თბილისის Eagle Hills-ში კვადრატული მეტრის ღირებულება

Eagle Hills

თბილისში Eagle Hills-ის პროექტ Tbilisi Waterfront-ში კვადრატული მეტრის ღირებულება $2,090 დოლარიდან იწყება - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. კომპანიის მარკეტინგული მასალის თანახმად, აღნიშნული ფასი თეთრი კარკასის კონდიციაში მოყვანილ უძრავ ქონებას ექნება.

კომპანიას ჯერჯერობით უძრავი ქონების განვითარების დეტალური არქიტექტურული პროექტი შესაბამისი სამსახურებისთვის გრგ და სამშენებლო ნებართვების მოსაპოვებლად არ წარუდგენია. მთავრობის მოლოდინით, შესაბამისი პროექტები 2026 წლის ზაფხულამდე უკვე მომზადდება და მთავრობას პროექტის მიწის გადაცემა, ხოლო ინვესტორს კი სამშენებლო სამუშაოების დაწყება შეეძლება.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები