ღვინის ეროვნული სააგენტო 2025 წლის რთველის დაფინანსების მოდელის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. წელს ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი კილოგრამზე 1.50 ლარით განისაზღვრება. ეს იქნება ფასი, რომელსაც ღვინის სახელმწიფო კომპანია მევენახეებს გადაუხდის. სხვა ჯიშის ყურძენზე, მათ შორის რქაწითელზე შესასყიდი ფასი კილოგრამზე 1.20 ლარით განისაზღვრება. ხოლო დაზიანებული ყურძნის ჩაბარების ღირებულება 1 ლარი იქნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, წელს მოსავალი 250,000-300,000 ტონის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 50 მილიონი ლარით განისაზღვრება. სუბსიდირებულ ყურძენს მხოლოდ "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. ამასთან, სუბსიდირების განახლებული მოდელით თანადაფინანსებას ვეღარ მიიღებენ კერძო კომპანიები. 2024 წლის რთველში 35 მილიონი ლარით დაფინანსდნენ ის ღვინის კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 100 ტონა ყურძენს კილოგრამს არანაკლებ 1 ლარად იბარებდნენ, ამ კომპანიებმა თითოეულ ჩაბარებულ კილოგრამზე 20 თეთრის სუბსიდია მიიღეს ბიუჯეტიდან.
თუმცა, ნარჩუნდება შეღავათიანი აგროკრედიტის ის პროგრამა, რომლითაც ღვინის კომპანიებს ყურძნის შესაძენად კომერციული ბანკებიდან 17 მილიონ ლარამდე ოდენობით საბრუნავი კაპიტალის მოზიდვა სახელმწიფო სუბსიდიით შეუძლიათ, რა დროსაც სახელმწიფო ახდენს კრედიტის პროცენტის სუბსიდირებას 16%-მდე ოდენობით.




























