მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია რამდენი მილიარდი დაიხარჯა გლობალურად შავ პარასკევს

შავი პარასკევი

2023 წელს „შავი პარასკევის“ ფარგლებში, მსოფლიოში ონლაინ შეძენილი პროდუქტის ღირებულებამ რეკორდული 9.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია.

Adobe analytics-ის ინფორმაციით, სადღესასწაულო კვირაში, რომელსაც „ციფრული კვირა“ ეწოდება, და მიმდინარეობს მადლიერების დღიდან (23 ნოემბერი) „ციფრულ ორშაბათამდე“ (27 ნოემბერი), საერთო ჯამში 38 მილიარდი დოლარი დაიხარჯა მომხმარებლის მხრიდან, 7.8% ით მეტი შარშანდელთან შედარებით. ამ პერიოდში ონლაინ მაღაზიებს 200.7 მილიონი ადამიანი ეწვია.

ყველაზე აქტიური მომხმარებელი 27 ნოემბერს, „ციფრულ ორშაბათს“ იყო. საინტერესოა რამდენი დაიხარჯა ამ დღეს და რაზე ნაწილდება აღნიშნული თანხა. წინა წელთან შედარებით, „ციფრული ორშაბათის“ ფარგლებში დახარჯული თანხა 9.6%-ით არის გაზრდილი და რეკორდულ 12.4 მილიარდ დოლარს აღემატება.

27 ნოემბერს, დღის ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, მყიდველები წუთში საშუალოდ 15.7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდნენ. დახარჯული სახსრები კი ნაწილდება ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებსაც ფასი საშუალოდ 31%-ით დააკლდათ, სათმაშოებზე(27%), ტანსაცმელზე(23%), ავეჯზე(21%) და ტექნიკაზე(18%).

აღსაღნიშნია, რომ წელს ციფრული ორშაბათის ფარგლებში მოქმედებდა შეთვაზება- იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით (BNPL), რომლის საშუალებითაც დამატებით 940 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიყიდა. წინა წელს აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში 42.5%-ით ნაკლები დაიხარჯა.

საბოლოოდ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნოემბრის თვეში (1 ნოემბერი-27 ნოემბერი) ონლაინ საყიდლებზე გაწეული სახსრები 109.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველაზე ყიდვადი პროდუქტების სია „ციფრულ ორშაბათზე“ კი ასე გამოიყურება: სათმაშოები- Hot Wheels, Mario Kart toys, ვიდეო კონსოლები- Xbox Series X, PlayStation 5, Nintendo Switch, ვიდეო თამაშები: Spiderman 2, Call of Duty: Modern Warfare III, კანის მოვლის საშუალებები, სამზარეულოს ტექნიკა და ტელევიზორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები