მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმა - სამინისტრომ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

სასკოლო ფორმა

განათლების სამინისტროს შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა" სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

გამარტივებული შესყიდვის ობიექტია 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვა. მიწოდება კი ორ ეტაპად უნდა მოხდეს: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, II ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

შესყიდვას ახლავს სასკოლო ფორმების დიზაინიც.

დაგეგმილი შესასყიდი რაოდენობები ასეთია:

  • პიჯაკი (გოგო) - 292,000 ცალი;
  • პიჯაკი (ბიჭი) - 308,000 ცალი;
  • შარვალი (გოგო) - 438,000 ცალი;
  • შარვალი (ბიჭი) - 616,000 ცალი;
  • ქვედაკაბა მუხლამდე - 146,000 ცალი;
  • ქვედაკაბა გრძელი ცალი - 1,000 ცალი.

ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები