სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის შემადგენლობა დღეს ბიუროზე წარადგინეს.
კომისია 14 ადამიანისგან შედგება. კომისია 14 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. კვოტები შემდეგნაირად განაწილდება: 7 წევრი ქართული ოცნებიდან, 3 წევრი ხალხის ძალიდან, 3 წევრი ფრაქცია საქართველოსთვის და ერთი წევრი ევროპელი სოციალისტები.
უკვე ცნობილია, რომ კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
ინიციატივების ავტორების მხრიდან კომისიის მუშაობის 3-თვიანი ვადაა წარმოდგენილი.
- "ქართული ოცნება" - შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ზაზა ლომინაძე, მაია ბითაძე;
- "საქართველოსთვის" - ქეთევან გვარაკაძე, გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე;
- "ხალხის ძალა" - დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი;
- "ევროპელი სოციალისტები" - ილია ინჯია.
დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.




























