მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წნორში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ₾2.3 მილიონი დაიხარჯა

წნორში
07.10.24 09:58
218

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.

კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

ქალაქ წნორისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირების ჩასატარებლად. ახალი სპორტკომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

"წნორში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი ქალაქისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ ობიექტს, არამედ მიზიდულობის ახალი ცენტრს, სადაც, მოზარდებსა და პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა ღირსეულ პირობებში ივარჯიშონ. სპორტული კომპლექსი, სადაც გათვალისწინებულია სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კომპლექსში ბევრი მომავალი ჩემპიონი გაიზრდება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ წნორის ახალი სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წნორს უკვე აქვს ახალი პარკი, სადაც მრავალი ღონისძიება ტარდება და მზადდება 180 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები