დღეს მამუკა მდინარაძემ, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს და რომელსაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა, განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
მდინარაძე "ოცნების" ხელისუფლებაში 10 წელია სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის თავდაპირველად საკანონმდებლო, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო.
პარლამენტში
მამუკა მდინარაძე "ოცნების" სიიდან არჩეულ იქნა სამი მოწვევის პარლამენტში. კერძოდ: 2016-2020 და 2020-2024 წლებში იყო "ოცნების" დეპუტატი, ასევე იკავებდა სხვადასხვა დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას. მდინარაძე მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იყო 2024 წლიდან 2025 წლის სექტემბრამდე.
სუს-ი და წოდებები
2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე კი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში მან მიიღო რამდენიმე წოდება, კერძოდ:
- 2025 წლის 3 სექტემბერს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა,
- 23 ოქტომბერს - უფროსი ლეიტენანტის წოდება;
- 25 დეკემბერს ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება;
- 26 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის;
- 2026 წლის 9 მარტს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა;
- 8 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება;
- 2026 წლის 20 აპრილს კი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება.
2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე მამუკა მდინარაძე წელს შექმნილ სტრუქტურას სამართალდამცავ უწყებათა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს" ედგა სათავეში. მის ფუნქციებს სუს-ს; შსს-სა და პროკურატურას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. თუმცა, აქედან დაახლოებით სამ თვეში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახური არსებობას აღარ გააგრძელებდა, მდინარაძე კი ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.
29 ივლისვე გახდა ცნობილი, რომ მდინარაძე ერთი თვით რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნებოდა, ხოლო სექტემბრიდან ახალი უწყების - სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა.
რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე - წაიკითხეთ ვრცლად.




























