მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ნორმალურად იქნება - ვანო ჩხარტიშვილი

ივანე ჩხარტიშვილი ვანო ჩხარტიშვილი

მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე [სანქციებზე] საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ, ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა, თუმცა დარწმუნებულია, ყველაფერი ნორმალურად იქნება.

„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება. ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.

რაც შეეხება სანქციებს, ბოლო მოვლენები რაც განვითარდა კონგრესში, მე არ ვყვები ხოლმე ისტორიებს, მაგრამ ერთ ადამიანს მოვკარი თვალი კონგრესში - შალვა ნათელაშვილს. საერთაშორისო ტენდერი ან გამოკითხვა რომ გამოვაცხადოთ პოლიტიკურ თაღლითზე ან პოლიტიკურად კორუმპირებულ ადამიანზე, ან ისეთ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი შალვაა[ნათელაშვილი], მგონი პირველ ადგილს აიღებს მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯაშუშის რანგში ემსახურებიან ქვეყანას და მოღალატეობრივი ფორმით ექცევიან თავის სამშობლოს, ძალიან მძიმე საყურებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტრუქტურა იღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა ვანო ჩხარტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები