მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვებს შლიან

აქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეები კარვებს შლიან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, ვარაზის ხევზე ხმაური იყო. ძლიერი დაპირისპირება მიმდინარეობდა აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის. მძღოლების მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი, აქციის შედეგად შექმნილი საცობი გახდა.

„გაიყვანეთ მანქანები, ნუ აპირისპირებთ ხალხს ერთმანეთთან! უკუსვლით გაიყვანეთ ხალხი გმირთა მოედნიდან, ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ხალხის იქიდან გაყვანა“, - ასე მოუწოდებდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები საპატრულო პოლიციას.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.

"ჩვენ მივდივართ ევროპაში! ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თსუ-ს წინ შეკრებილმა ლიდერებმა რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს მოუწოდეს შეერთებისკენ. რუსთაველის აქციის მონაწილეები უკვე დაიძრნენ ჭავჭავაძის გამზირისკენ. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ინფორმაციისთვის, 16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ რადგან პრეზიდენტისგან პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის მოლოდინი არ აქვთ, კანონმდებლობის მიხედვით, სხდომა არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან ათ დღეში - 25 ნოემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები