მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ ცალსახად გმობს ყოველგვარ ძალადობას, აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას - აკადემიური საბჭოს განცხადება

tsu

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ თსუ არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის პასუხობდა და პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!

თსუ არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!იმედი გვაქვს, რომ საქართველო წარმატებით გადადგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ევროპაში ინტეგრაცია შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას − ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას, განათლების ევროპული სტანდარტებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალსახად გმობს ყოველგვარ ძალადობას, აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. სწორედ ევროპული ღირებულებებია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს სტუდენტთა აზრის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას, იცავს მათ ინტერესებს, ამასთან უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო გარემოს. განათლებით, ერთობითა და ურთიერთპატივისცემით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას − ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას!", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები