პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობას იწყებს. კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან. აგვისტოს მოყოლებულ ვნებათაღელვას პარლამენტის რეაქცია ასეთი მოჰყვა და გაირკვა, რომ დეპუტატები სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება.მიზეზად საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გავრცელებულ კომენტარში მოსახლეობის მოუმზადებლობა დაასახელა.
ჯერ ისევ მოქმედი კანონით, 2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სისტემაში ჩართული პირების დანაზოგები სხვადასხვა პორტფელში გადანაწილდა ასაკობრივი ზღვრების მიხედვით, სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ჰქონდათ, პორტფელი თავად შეეცვალათ, ახალი კანონპროექტის თანახმად კი, ყველა მათგანი დარჩება ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში და მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალრისკიან პორტფელში.
სტუმარი: მარინა გულედანი - კაპიტალის ბაზრის ექსპერტი;