2025 წლიდან მოსწავლეების ეროვნული შეფასება დაიწყება. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ზოგადი განათლების ყველა საფეხურის ბოლოს მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც მხოლოდ განმავითარებელი მიზნები ექნება და შედეგები მოსწავლის აკადემიურ შეფასებაზე არ იმოქმედებს.
გუშინ მან ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ის მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ განახლებას, ისე სასწავლო-სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას. კონცეფციის შემუშავებაში კი ჩართულები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
"ჩვენი ხედვაა საუნივერსიტეტო კონსორციუმების, ქსელების ფორმირება, ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება, რომელიც მოიცავს როგორც ახალ კამპუსებს ისე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს.
2025 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებელი.“ - განაცხადა წულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სტუმარი: შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი;