იაპონური რესტორნების ქსელი Sukiya მოულოდნელი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რაც ერთ-ერთ ფილიალში წვნიანში ვირთხის აღმოჩენასთან არის დაკავშირებული.
ინციდენტმა იმდენად გამოიწვია ინვესტორების შეშფოთება, რომ კომპანიის მფლობელი ჰოლდინგის, Zensho-ს აქციების ღირებულება ერთ დღეში 7%-ით დაეცა.
როგორ აღმოჩნდა ვირთხა წვნიანში, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ინვესტორებს
ეს მოცემულობა არ მოსწონთ და კომპანიის მენეჯმენტისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რამ გამოიწვია ხარისხის კონტროლის ასეთი გაუარესება.
Sukiya-ს სარესტორნო ქსელი 2,000-მდე ფილიალს აერთიანებს, მათი უმეტესობა კი იაპონიაშია ბაზირებული.




























