მომავალი წლიდან საავტომობილო სამყაროში კიდევ ერთი სარბოლო სერია გამოჩნდება, სახელწოდებით Extreme H, რომელშიც მონაწილეობას წყალბადზე (Hydrogen) მომუშავე ავტომობილები მიიღებენ.
ეს იქნება რალის სტილის ოფროუდ შეჯიბრება, რომელიც ექსტრემალურ პირობებში მოეწყობა, მაგალითად, უდაბნოში, კლდეზე, უგზოობაში ან მთაში.
Extreme H-ში მონაწილეობას ისეთი წარმატებული ბრენდები მიიღებენ, როგორიც McLaren-ი და RedBull-ია.
საინტერესოა, რომ Extreme H სრულიად ახალი სარბოლო სერია არ არის, რადგან ის Extreme E-ს რებრენდინგს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ამ ტიპის რბოლები 2021 წლიდან იმართება, თუმცა აქამდე წარმოდგენილი ავტომობილები 100%-ით ელექტრონულები იყვნენ, თუმცა ახლა ღონისძიების ორგანიზატორები წესებს ცვლიან და სერიას წყალბადზე ფოკუსირებულად აქცევენ.
როგორც Extreme H-ის დირექტორი, ალეხანდრო აჯიჯი აღნიშნავს, მათი მიზანი წყალბადის ტექნოლოგიის განვითარება და მისი ტექნიკური შესაძლებლობების წარმოჩინებაა, რათა მომავალში ამ ტიპის საწვავით აღჭურვილი ავტომობილები სამომხმარებლო გზებზეც ვიხილოთ.