ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილ მეწყერსა და წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა ინდოეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ათასობით ადამიანი კი დაზიანდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დაზარალებული რეგიონების ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ყველაზე დასახლებულ შტატ უტარ-პრადეში, ორი კი ასამში - შტატში, რომელშიც წყალდიდობა, 16 ივნისის შემდეგ, მეორედ მოხდა და 19 რაიონის 600 000-ზე მეტი მოსახლე დააზარალა, მათ შორის 8 000 ევაკუირებულია საკუთარი სახლებიდან.
წყალდიდობამ, მოსახლეობის გარდა, ასამის ეროვნული პარკიც დააზიანა, რომელიც 2000-ზე მეტი მარტორქისთვისაა საცხოვრებელი, წყლით არის დაფარული საბანაკე ტერიტორიაც.
ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის პრობლემა დგას ინდოეთის მეზობლად, ბანგლადეშშიც, რის გამოც ევაკუირებულია ათი ათასობით ადამიანი.
ექსტრემალური ამინდით გამოწვეული სტიქიური მოვლენები ინდოეთსა და მის სამეზობლოში ორ თვეზე მეტია გრძელდება და მილიონობით ადამიანს აზარალებს, მეტეოროლოგები კი სიტუაციის შესაძლო გამწვავებსაც პროგნოზირებენ - ოფიციალური მონაცემებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, სკოლები კვირის ბოლომდე დაიხურა.