მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალდიდობის გამო ავსტრიამ მდინარე დუნაიში ტვირთბრუნვა შეაჩერა - Euronews

გერმანია

გასულ კვირას სამხრეთ გერმანიაში დაწყებული წყალდიდობა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მიმდინარე კვირას ავსტრიასა და უნგრეთშიც გავრცელდა. ავსტრიაში, სიდიდით რიგით მესამე ქალაქ ლინზსში მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ სამდინარო გადაზიდვები სრულად შეაჩერა - ამის შესახებ Euronews იტყობინება.

გერმანიის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, უკვე შეწყდა, თუმცა წყლის დონე კვლავ მაღალია.

ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტი მარკუს სოდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად მინიმუმ 100 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებს დროული დახმარება გაუწიოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სტიქიური მოვლენა გერმანიასა და მეზობელ სახელმწიფოებში, რადგან უნგრეთში, ავსტრიასა და პოლონეთში ამინდის გაუარესება კვლავ მოსალოდნელია, თუმცა, ექსპერტების შედარებით, მდინარე დუნაიში ტვირთების გადაზიდვა მალე აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები