მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების ესპანური კომპანია Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტეა

GWP
06.03.24 16:06
171

Aqualia-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასი დანიშნა, რომელიც Aqualia-ში დღემდე ესპანეთის რეგიონალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ლაფუენტე არის წყლის მართვის სექტორის ექსპერტი, რომელიც Aqualia-ში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მოღვაწეობდა. სანტიაგო ლაფუენტე ოფიციალურად Aqualia-ს დირექტორი 2024 წლის 9 აპრილიდან გახდება.

სანტიაგო ლაფუენტეს აქვს მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ხარისხი და CEDEX-ის მაგისტრის ხარისხი წყლის სრული ციკლის მენეჯმენტში. მან ასევე შეისწავლა პროექტის ფინანსური მოდელის ანალიზი IESE-სა და EOI-ში.

სანტიაგო ლაფუენტეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წყლის მართვის სექტორში. Aqualia-ში მას ეკავა რეგიონალური დირექტორის და ცენტრალური ჩრდილოეთის წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობები, ასევე, პასუხისმგებელი იყო ჩამდინარე წყლების დამუშავებაზე ესპანეთში.

ლაფუენტე რეგულარული მომხსენებელია კონფერენციებსა და სექტორულ ღონისძიებებზე. ის ასევე ესპანეთის წყალმომარაგების კომპანიების ასოციაციის (AGA) ვიცე-პრეზიდენტია.

სანტიაგო ლაფუენტემ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ფელიქს პარა შეცვალა, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობა 2013 წლიდან დღემდე ეკავა. 2024 წლის 9 აპრილიდან ფელიქს პარა პენსიაზე გადის.

Aqualia-ს დირექტორთა საბჭო მადლობას უხდის ფელიქს პარას მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის. თავისი შრომითა და ერთგულებით მან უდიდესი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და განვითარებაში და შედეგად Aqualia წყლის სექტორში მსოფლიოს წამყვან კომპანიად აქცია.

ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა.

Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%) ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობით მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტის კომპანიაა ევროპაში და მეცხრე მსოფლიოში. Global Water Intelligence-ის რეიტინგის მიხედვით მოპოვებული აქვს "2023 წლის საუკეთესო წყლის კომპანიის" ჯილდო. ამჟამად ის ემსახურება 45.2 მილიონ მომხმარებელს 18 ქვეყანაში, კერძოდ: საქართველოში, ესპანეთში, შეერთებული შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პერუში, პორტუგალიაში, კატარში, ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩეხეთსა და რუმინეთში.