მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორი, FCC Aqualia-ს წარმომადგენლები ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ

აქუალია
12.06.24 17:49
203

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებმა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 80%-იანი წილი შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

"Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. აქციონერები მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება.” - აცხადებს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი.

„ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვთ ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანია Aqualia - ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი და უსაფრთხო წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia - ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის.“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, ფინანსური დირექტორი ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო, GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, “საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები