მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორის, FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ

აქუალია
13.06.24 17:03
202

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს მენეჯმენტმა, ახალ აღმასრულებელ დირექტორთან სანტიაგო ლაფუენტესთან, რეგიონალურ დირექტორთან ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აღმასრულებელ დირექტორთან ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად ჯივიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა და თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილა.

FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 80%-იანი წილი შეისყიდა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

ვიზიტის ფარგლებში FCC Aqualia-ს მენეჯმენტი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

„Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. FCC Aqualia-ს მენეჯმენტი მზადაა მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს ჯივიპის მიმდინარე საქმიანობისა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება.” - აცხადებს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ FCC-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დირექტორი მიგელ მარტინეს პარა, FCC-ის იურიდიული დირექტორი ხოსე სერო რედონდო. FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, FCC Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, FCC Aqualia-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები