მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას დაზიანებული გზების აღსადგენად ₾2.1 მლნ-ის 12 ტენდერი გამოცხადდა

სამცხე

მთავრობის საკუთრებაში არსებულმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ქვეყნის მასშტაბით 12 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 2.1 მილიონი ლარია. ამ ტენდერების აღწერის თანახმად, შესყიდვა გამოცხადებულია იმ მიზნით, რათა მოხდეს წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების გაყვანის დროს სამშენებლო სამუშაოებით დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მოხდეს.

ტენდერები გამოცხადებულია კახეთის, გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ამ შესყიდვების ფარგლებში კომპანიებს საკუთარი წინადადებების დაფიქსირება 2025 წლის 25 ივლისამდე შეეძლებათ.

ტენდერის აღწერა ღირებულება
იმერეთის რეგიონში: 650,000
კახეთის რეგიონსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო და ახალი სამგორი: 260,000
შიდა ქართლის რეგიონში: 254,000
სამეგრელოს რეგიონში: 230,000
დუშეთის, სტეფანწმინდისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში: 199,000
ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში: 156,000
ბოლნისის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში: 96,000
გურიის რეგიონში: 90,000
ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში: 70,000
სვანეთის რეგიონში: 57,000
რაჭის რეგიონში: 46,000
მცხეთის მუნიციპალიტეტში: 42,000
საერთო ღირებულება 2,150,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები