მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალტუბოში, ხონსა და იანეთში ახალი საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა ₾14 მლნ დაჯდება

სტადიონი

წყალტუბოში, ხონში და სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება - შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2026 წლის იანვარში ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტთან" გააფორმა.

პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულება 13.7 მილიონ ლარს შეადგენს.

"საფეხბურთო მოედნები ტექნიკური ცენტრები უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, შესაბამისი ინვენტარით და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.

გარდა ამისა, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რეგიონებში სპორტის განვითარებას და მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას,"- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები