შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა. ამის შესახებ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრომ სხვადასხვა მოდიფიკაციის სამი ერთეული მანქანა შეიძინა.
„ახალი ტექნიკა შევიძინეთ, წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ, წინა მთავრობის მიერ 2006 ან 2007 წელს შეძენილი მანქანები უკვე დიდი ხნის იყო. მოკლედ, ეს განვაახლეთ. რამდენიმე ცალი, სხვადასხვა მოდიფიკაციის“, - თქვა გომელაურმა დაბა კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ.
მინისტრის თქმით, 2021 წელს პირადად გააუქმა 2015 წლის ბრძანება და დასაშვები გახადა, რომ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმმა ერთდროულად გამოიყენოს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზის.