წყნეთში, ამილახვრის N23-ში 1 ჰექტარ ფართობზე დასასვენებელი სივრცის განახლება იგეგმება, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
უწყების ცნობით, პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება და დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს სადაც მოეწყობა ორი საბავშვო გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით. სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებულია ორი ფიტნეს ზონა, სადაც დამონტაჟდება ტრენაჟორები და მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე.
"გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი, მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სასმელი წყლის შადრევანი, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი ქსელები და დაიდგმება საპარკე საქანელა სკამები.
უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები. დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 076 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგება”, - წერია განცხადებაში.




























