მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის განახლებისთვის ₾1 მილიონი დაიხარჯება|მერია

წყნეთის ტყე-პარკი

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის განახლება მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 000 კვ.მ ფართობზე სამუშაოებისთვის თბილისის მერია 1 მლნ ლარს დახარჯავს. პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების დასრულება კი ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

უწყების ცნობით, განახლების შემდეგ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის ახალი გასართობი ზონები და მწვანე სივრცეები მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება საპარკო ავეჯი, დასასვენებელი პავილიონი და ორი ფიტნეს ზონა. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიის გარშემო დეკორატიული ღობე უკვე დამონტაჟებულია.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი გაეცნენ. თბილისის მერის განცხადებით, დასასვენებელი სივრცე დაახლოებით 6-7 წლის წინ მოეწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ატრაქციონებისა და საფეხბურთო მოედნის განახლების საჭიროება დადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები